ხობში 30 წლის კაცმა ბიძა მოკლა

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ხეთაში 30 წლის მამაკაცმა (გ. ლატარიამ) ბიძა მოკლა. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ ბიძას ბლაგვი საგნით ორჯერ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები