“შეშფოთებული ვარ მინსკში „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით მიღებული ცნობებით, მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მგზავრი” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეშფოთებას გამოთქვამს მინსკში ათენი-ვილნიუსის რეისის ავარიულად დაშვებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც, ბორტზე მყოფი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროსტასევიჩი დააკავეს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ მინსკში „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით მიღებული ცნობებით. მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეისი და მისი ყველა მგზავრი. აუცილებელია ინციდენტის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოძიება“, – წერს შარლ მიშელი.

მსგავსი თემები