„ვაქცინების განაწილების მხრივ სკანდალური უთანასწორობაა“ – ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის საპრევენციო ვაქცინები არასწორად და უსამართლოდ ნაწილდება.

“ვაქცინების განაწილების პროცესში სკანდალური უთანასწორობაა.  დოზების 75% -ზე მეტი მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის. მსოფლიოში გამოყენებული დოზების რაოდენობა საკმარისი იქნებოდა ყველა ჯანდაცვის წარმომადგენლისა და ხანდაზმული ადამიანების ვაქცინაციისთვის, თუ მათი განაწილება სამართლიანად მოხდებოდა“, – აცხადებს ჯანმო-ს ხელმძღვანელი და  ქვეყნებს მოუწოდებს, „კოვაქსის“ მექანიზმს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები აჩუქონ.

მსგავსი თემები