“მეცა გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი, დაემატნენ სხვებიც, ცდილობდნენ, სამკლავური მოეხსნათ…” – ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაპირისპირება მოხდა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ, პროტესტის მონაწილეები ახლა ხელისუფლებისგან მიღებულ პასუხებს განიხილავენ, სულ ცოტა ხნის წინ დაიკავა სცენა აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

მანამდე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებს, ლგბტქ+ სამკლაურის გამო ალექსანდრე ფალავანდიშვილი მისი თანამოაზრეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

“პროპაგანდაზე არ უნდა გეკეთოს, იმიტომ რომ ეს არის დიდი ცოდვა. ორგანიზატორების მოთხოვნაა, რომ სიმბოლიკა არავინ მოიტანოს,”- უთხრა სალომე ბარკერს ალექსანდრე ფალავანდიშვილმა. 

მოგვიანებით კი სალომე ბარკერმა მომხდარის შესახებ “ფეისბუქზე” დაწერა. მისი თქმით, უკვე დიდი ხანია სამკლავური მუდმივად უკეთია, აქციაზე კი მონაწილეების ნაწილი ჯვრით დადის, ნაწილი კი დროშით – ” ჭრელი ხალხი ვართ ხო? ასე არ უნდა იყოს?”

“ჟურნალისტი მოვიდა ჩასაწერად და უარი ვუთხარი, მერე გამახსენდა ეს მთელი აურზაური აქით-იქით, დაძაბულობა რასაც ვკითხულობ ორი დღეა ფეისბუქზე და ვიფიქრე, პირიქით, კარგს ვიზამდი თუ ვეტყოდი, რომ დიახაც აქ ვარ და მხარდასაჭერად ვარ, როგორც უნდა იყოს ყველა, იმიტომ რომ ძალადობის და ესკალაციის მოლოდინი მაქვს სახელმწიფოს მხრიდან და აუცილებლად აქ უნდა ვიყო და არა სხვაგან.

და აი სანამ პირი გავაღე, იქამდე მეცა გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი და ჩამაფრინდა მკლავზე და მიბრძანა, რომ ეს მოვიხსნა, აქ პრაიდი არ არის. მე ვუპასუხე ძალიან მშვიდად, რომ ეს მიკეთია ყოველდღე, ყველგან, უკვე ორი წელია და არ ვაპირებ მოხსნას. ასევე ვუთხარი რომ ეს დაძაბულობა, რაც თავად შექმნა ჩემ ირგვლივ, საერთოდ არავის არ სჭირდება და საქმეს აფუჭებს, და ასევე ვუთხარი, რომ ცოტა ხანში ერთად მოგვიწევდა პოლიციასთან ბრძოლა, და ტყუილად კარგავდა დროს და ფოკუსს.

უცბად დაემატნენ ირგვლივ სხვებიც, იცით ხო როგორც ხდება? ვიღაც სხვამაც მიფათურა ხელი მკლავზე, მოხსნას ცდილობდა, ვიღაცამ საერთოდ “ტრუსიკით რატო ხარ აქციაზე, შარვალი ჩაიცვიო” მომიწოდა, დამესიენ აქედან-იქიდან, რას ჰგავხარო, ვიღაც ქალმა შენნაირების ადგილი აქ არ არისო და ასე შემდეგ.

გამორიდება ვცადე, და მაგის საშუალებასაც არ მაძლევდნენ, გადიო და კარვების გადათელა მომიწია ისე დამეხვივნენ გარს, პროვოკატორს გვეძახდნენ მე და ზუკას [ბერძენიშვილი], როცა ვცდილობდით ტერიტორიის დატოვებას მიუხედავად იმისა, რომ მივედით მხარდასაჭერად,” – წერს ბარკერი “ფეისბუქზე”. 

მსგავსი თემები