საქართველოში ჩინური „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესი დღეიდან იწყება

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო, ჩინური „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესი დღეიდან იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება. „ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა. „სინოვაკის“ ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის…

მეტი...

“ეტყობა დაგინებულია,რომ ივანიშვილის გვარი არ უნდა ახსენონ” – ნათელაშვილი ნამახვანჰესის აქციაზე

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციას, რომელიც გუშინ გაიმართა ოპოზიცია სოციალურ ქსელში ეხმაურება: „ეტყობა დაგინებულია,რომ ივანიშვილის გვარი არ უნდა ახსენონ,“ – წერს ლეიბორისტური პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

საპარლამენტო კომიტეტებში ამნისტიის ორი კანონპროექტის განხილვა დღეიდან იწყება

საპარლამენტო კომიტეტებში 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის ორი კანონპროექტის განხილვა დღეიდან იწყება. უმრავლესობა იმედოვნებს, რომ დეპუტატები, საბოლოოდ, ერთ ვარიანტზე შეჯერდებიან. “ქართულ ოცნებაში” კიდევ ერთხელ განმარტავენ მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტის უპირატესობას და აცხადებენ, რომ სწორედ ის ასახავს მიშელის დოკუმენტის რეალურ არსს. უმრავლესობა მოუწოდებს ოპოზიციას, შეასრულონ პირობა და იყვნენ კონსტრუქციულები.

მეტი...

“ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით, მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია” – საგარეო უწყება

ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით, მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ბელარუსში ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაშვებას უკავშირდება. „ჩვენ მივესალმებით „რაინეარის“ რეისის უსაფრთხო დაშვებას თავდაპირველი დანიშნულების ადგილზე – ვილნიუსში და მოხარული ვართ ბორტზე მყოფ ხალხთან დაკავშირებით. ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით. მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში. „რაინეარის“ თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი…

მეტი...

“უმჯობესია თავად მოვიხადო ბოდიში, ვიდრე შემდეგ ტყეში…” – რამზან კადიროვს “შეითანი” კიდევ ერთმა მოზარდმა უწოდა

ჩეჩნეთის მეთაურს “შეითანი” (ეშმაკი) კიდევ ერთმა მოზარდმა უწოდა. პერმელმა არასრულწლოვანმა ჩაწერა ვიდეო, რომელშიც რამზან კადიროვი მოიხსენია როგორც შეითანი და განაცხადა, რომ მან თავისი პოსტი უნდა დატოვოს. ის თავის ვიდეოში გამოეხმაურა წინა შემთხვევას, როდესაც 15 წლის ბიჭმა ინსტაგრამ ლაივის კომენტარებში რამზან კადიროვს “შეითანი” უწოდა, რაზეც პასუხად კადიროვისგან მუქარა მიიღო. ცოტა ხანში კი სოციქსელებში მისი მამის და ოჯახის სხვა წევრების ბოდიშის ამსახველი ვიდეო გამოჩნდა. “ცოტა ხნის წინ ვნახე ვიდეო, რომელშიც ბიჭმა კადიროვს შეითანი უწოდა, რაც ის ნამდვილად არის და შემდეგ მისმა მთელმა ოჯახმა ბოდიში მოიხადა….”- აცხადებს პერმელი მოზარდი. ამ ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე დღეში მან თავისი ვიდეო წაშალა და გამოაქვეყნა ახალი, სადაც ბოდიშებს ახლა უკვე თავად იხდიდა.…

მეტი...

მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა. საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით. თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება. ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის.

მეტი...

თვითმფრინავი ავარიულად დასვეს და ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავეს

მინსკში, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის – რომან პროტასევიჩის დაკავებას  ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეხმიანება. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები სახიფათოა. „ყურადღებით ვაკვირდებით ვილნიუსის რეისის ბელარუსში იძულებით დასმასა და ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩის დაკავებასთან დაკავშირებით. ეს არის სერიოზული და სახიფათო ინციდენტი…. ინციდენტს სჭირდება საერთაშორისო გამოძიება. ბელარუსმა ეკიპაჟისა და ყველა მგზავრის უსაფრთხო დაბრუნება უნდა უზრუნველყოს,“ – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი. საუბარია ფაქტზე, როცა მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. თვითმფრინავი, სადაც ჟურნალისტი იჯდა,  ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა. ის  ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა, რა დროსაც ჟურნალისტის დაკავება მოხდა. როგორც დაკავებულის მხარდამჭერები აცხადებენ, ეს სპეციალურად მოაწყვეს,…

მეტი...