“ეს არა ვინმეს გამართლების, არამედ პატიების აქტია” – ანრი ოხანაშვილმა ამნისტიის კანონპროექტის “ქართული ოცნების” ვერსია წარადგინა

პარლამენტში ამნისტიის ორი პროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყო. მოახერხებენ თუ არა მხარეები ერთ ვერსიაზე შეჯერებას, ჯერ უცნობია, პერსპექტივა ბუნდოვანია, მით უმეტეს, იმ დისკუსიის ფონზე, რომელიც ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს. დეპუტატებმა ჯერ “ქართული ოცნების” ვერსია განიხილეს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელმაც ამნისტიის კანონპროექტი წარადგინა, აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის ეს საკითხი პოლიტიკურად მარტივად გადასაწყვეტი არ არის. ის ამნისტიის კანონპროექტს პატიების აქტს უწოდებს. 

“ეს არა ვინმეს გამართლების, არამედ პატიების აქტია. ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან არის შემუშავებული, არც ერთ ასპექტში არ ასახავს შეთანხმების სულისკვეთებას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას ცდილობენ. ჩვენთვის ეს საკითხი პოლიტიკურად მარტივად გადასაწყვეტი არ არის,”- აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 

მსგავსი თემები