“რუსული კანონის” წინააღმდეგ აქცია – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

თბილისში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროა გავრცელებული განცხადებისა, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი მაინც გადაკეტეს. შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება.

ჩვენი გამოხატვის თავისუფლება სავალი გზის გადაკეტვის უფლებასაც გვაძლევს, მაგრამ ჩვენ, ორგანიზატორები გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მივიღებთ. თითოეული თქვენგანის აზრი გვაინტერესებს. გთხოვთ, ხელის აწევით გვაჩვენოთ, რამდენს სურს, რომ სავალი გზა გადავკეტოთ. არავის მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენი რაოდენობა მცირდება”, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  აქციისა და მსვლელობის მონაწილეებს მიმართა. შსს-ს განცხადების თანახმად, რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს

 

 

მსგავსი თემები