საგარეომ ლიეტუვის ელჩს მოსთხოვოს პასუხი – ზარქუა აუსტრევიჩუსის მიერ ,,ხარებას” და სირაძის დასანქცირების მოთხოვნაზე

გუშინ, 23 აპრილს, ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, სანქციები დაუწესდეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, “ხარებას” – ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს. ხარაზიშვილი ახსენა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამაც.

დღეს ,,ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარები გალანძღა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა ლიეტუვის ელჩი დაიბაროს აუსტრევიჩუსის განცხადების გამო.

,,ბუნებრივია არავინ სანქციას არ დაუწესებს. ენას ძვალი არ აქვს ამათზეა ნათქვამი. ცარიელ დარბაზში შეიკრიბნენ 5 თუ 6 ევროპარლამენტარი, რომელიც არიან ამ მწვალებელთა პარტიის ლობისტები და პარტნიორები და არა სახელმწიფოსი, ეს ხომ გამოჩნდა.

მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ლიეტუვის ელჩი დაიბაროს და კონკრეტულად მოსთხოვოს პასუხი იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რაც მათმა ევროპარლამენტარმა გააკეთა ჩვენი სამართალდამცავების მიმართულებით”, – თქვა ზარქუამ.

მსგავსი თემები