“რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ”- ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმერ ზელენსკი აცხადებს, რომ იმ ნახევარი წლის კომპენსირებას დაიწყებს,  რომელმაც დებატებში და ეჭვებში გაიარა. მისივე თქმით, პუტინის გეგმებს, მის წინააღმდეგ შეატრიალებს.

ზელენსკიმ, ასევე,  მადლობა გადაუხადა აშშ-ს დახმარებისთვის.

“ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში, ეჭვებში გაიარა. ის, რისი გაკეთებაც რუსმა ოკუპანტმა ამ დროის განმავლობაში შეძლო, ის, რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ.
ყველა მისი ქმედება ფრონტზე, ყველა მისი დარტყმა ჩვენს ენერგეტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე, მთელი მისი ტერორი ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ – ამ ყველაფერმა მობილიზება უნდა მოახდინოს ჩვენი, მსოფლიოში ყველასი, ვინც ნამდვილად აფასებს სიცოცხლეს, რუსეთზე მეტი ზეწოლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან ყველა ჩვენი შეთანხმება რეალიზებული იყოს ასი პროცენტით. მადლობა, ამერიკა!” – განაცხადა ზელენსკიმ.

ამერიკა უკრაინას 61 მილიარდი დოლარით დაეხმარება

მსგავსი თემები