ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება. პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში გაემგზავრა.

მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება. ამასთან, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კონფერენციის გახსნით სესიაზე.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

მსგავსი თემები