მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, რადგან სხვა გზა აღარ მქონდა – ლაზარე გრიგორიადისი

განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს მიჩვეული ხარ საქართველოში ეგეთ რაღაცებს, – ამბობს ერთწლიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლების პირველი პირების შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომლებსაც ისინი მისი მისამართით აკეთებდნენ.

როგორც მან განაცხადა, მისი ბრალდება პოლიტიკური იყო და განხორციელდა ზეწოლაც – ,,ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, რადგან სხვა გზა აღარ მქონდა” – ამბობს ლაზარე.

მისი თქმით, პოლიტიზირებული სასამართლოდან გამომდინარე, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა 9 წლიანი პატიმრობის მისჯა.

მსგავსი თემები