პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა. ლაზარე ციხეს დღეს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი 12 აპრილს, მოსამართლე ზვიად შარაძემ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა იმავე საღამოს განაცხადა, თუმცა ამის შემდეგ, მოსამართლემ 14 დღიანი ვადა ითხოვა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად.

დღეს კი ადვოკატებმა განაჩენის დასაბუთებული ნაწილი მიიღეს და რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩააბარეს, რის შემდეგაც, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა.

მსგავსი თემები