ევროკავშირმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გადასცა. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსლა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
„დღეს, ჩვენ Ukraine Facility-ის 50 მილიარდი ევროს ოდენობის პროგრამის ფარგლებში დამატებით 1,5 მილიარდ ევროს გადავცემთ. ეს უკრაინის სახელმწიფოსა და სერვისების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სანამ იგი აგრესორს ებრძვის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინამ 4,5 მილიარდი ევროს ოდენობის, მიმდინარე წლის მარტშიც მიიღო.