“არა რუსულ კანონს” – ოპოზიცია ქუთაისში მოსახლეობას ხვდება

ქუთაისში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებს ხვდებიან. ისინი საზოგადოებას ,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ინფორმაციას აცნობენ. მათი თქმით, ამჟამინდელ ხელისუფლებას საქართველო რუსეთში შეჰყავს.

“35 წელი გავიდა 9 აპრილის შემდეგ და ჩვენ ისევ ვართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, რომ ისევ შეგვათრიონ საბჭოთა კავშირში – რუსეთში, რისთვისაც ჩვენმა ხალხმა სისხლი დაღვარა. როგორც კი საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენ რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი. მე ვარ სოხუმიდან და მახსოვს, როგორ გამოგვყარეს რუსებმა იქიდან. მახსოვს, როგორ მოვდიოდით მთებით, ფეხშიშველი, მშიერი, მწყურვალი და დღეს ვართ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ვერ ბედავს, რომ მტერს დაარქვას მტერი და მოყვარეს – მოყვარე”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

მსგავსი თემები