,,არ გვეშინია მუქარის და გავაგრძელებთ პროტესტს” – ახალგაზრდების პასუხი შსს-ს

,,არ გვეშინია მუქარის და გავაგრძელებთ პროტესტს”, – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდები, რომლებიც ყოველ საღამოს, 19 საათიდან რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და რუსულ კანონს აპროტესტებენ.

დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არსებობს, შესაბამისად, თუ ისინი გააგრძელებენ ,,ხელოვნურად” მოძრაობის შეფერხებას, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ შსს-ს მუქარის არ ეშინიათ და პროტესტს გააგრძელებენ, მათ შორის, დღესაც შეიკრიბებიან საღამოს 7 საათიდან.

მსგავსი თემები