რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია ,,გახარია საქართველოსთვის” წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს.

მისი პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. გადაწყვეტილებას დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

გახარიას პარტიის წარმომადგენლების ცნობით, ,,ქართული ოცნების” წევრებს ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გაუადვილდა, რაც ფრაქცია ენმ-ის ოთხმა წევრმა ენმ დატოვა და ოპოზიციამ უმრავლესობა დაკარგა. ,,საქართველოსთვის” წევრები ენმ-ის ყოფილ დეპუტატებს ,,ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებენ, რასაც ყოფილი ნაციონალები კატეგორიულად უარყოფენ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ენმ-ის ყოფილი წევრი, ალეკო ბერიძე დაინიშნა.

მსგავსი თემები