რა სანქციით უნდა შეგვაშინონ, სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია – მდინარაძე

რა სანქციით უნდა შეგვაშინონ, სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია, – ამბობს ,,ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარების მოთხოვნაზე.

,,სანქციები კი არა, სამშობლოსთვის და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას, რა სანქციით უნდა შეგვაშინონ, ჯერ ერთი, წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქცია დააწესოს ევროსტრუქტურამ. სანქციების თქმაც კი მარაზმულია, არა თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. წინასწარ გეუბნებით, სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია”, – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი თემები