საქართველოს კურსი უცვლელია – ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს კურსი უცვლელია – ქვეყნის ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია და მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან. „მინდა, მივმართო ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, სუვერენიტეტი: მოდით 29 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე. 20:00 საათზე დაიწყება ოფიციალურად ღონისძიება. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის, განვითარებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი დღისთვის. მოდით, რათა ყველას გავაგონოთ, რომ მთავარი და უმთავრესი არის…

მეტი...

რუსული კანონის გაწვევაზე მოწოდებას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები უერთდებიან

კიდევ 6 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები აკრიტიკებენ საქართველოში ხელახლა შემობრუნებულ რუსულ კანონს. ერთობლივ განცხადებას და მოწოდებას, რუსული კანონის გაწვევაზე შეუერთდნენ – ბელგია, ბულგარეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვენია. ,,ჯამში უკვე 20 ევროპელი თავმჯდომარე გამოხატავს პროტესტს საქართველოში რუსული კანონის მიმართ”, – წერს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი. თავდაპირველად ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა განცხადება 5 აპრილს გაავრცელეს: ,,მოვუწოდებთ მმართველ პარტიას “ქართველის ოცნებას” გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის…

მეტი...

საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფულადი ჯილდო გადაეცეს, მნიშვნელოვანია. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჯილდო 30 მილიონი ლარი იქნება, რაც მთელი ნაკრებისთვის უდიდესი მოტივაციაა. „მინდა, გამოვეხმაურო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლის შემთხვევაში, 30-მილიონიანი ჯილდოს გადაცემის, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვისთვის, დამატებით 30 მილიონით დაჯილდოების შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენი ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობისთვის, სტიმულია მომავალი…

მეტი...

„ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს. 24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი):…

მეტი...

,,2017 წელს მოკლეს ჩემი შვილი… რომ არ ყოფილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია და ტელევიზიები, ხელისუფლება და მისი ე.წ. ტროლები გაგვთელავდნენ” – ზაზა სარალიძე რუსულ კანონზე

,,2017 წელს მოკლეს ჩემი შვილი… რომ არ ყოფილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია და ტელევიზიები, ხელისუფლება და მისი ე.წ. ტროლები გაგვთელავდნენ”, – ამის შესახებ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დაწერა და რუსულ კანონს გამოეხმაურა. ,,სამწუხაროდ ე.წ.”რუსულ კანონზე”, არ შეიძლება ერთი სიტყვით ლაპარაკი (გამჭვირვალობა არ გინდათ?) გვინდა როგორ არ გვინდა,ყველაფერში გამჭვირვალობა გვინდა,დაწყებული ხელისუფლების მაღალჩინოსნების შემოსავლებიდან დამლაგებლამდე დამთავრებული. ყველა თეთრი უნდა იცოდეს მოქალაქემ სად მიდის მისი ჯიბიდან ამოღებული ფული(იმიტომ რომ ბიუჯეტიდან იღებენ შემოსავალს,რომელსაც ჩვენ გლეხები ვავსებთ). არავინ გამოხტეს ახლა და დეიწყოს ბაიათები,მანახე სადანა არის კორუფციაო, მაგას თუ ვერ ხედავთ სალაპარაკოც აღარაფერია.…

მეტი...

აღდგომის დღეებში რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს

აღდგომის დღესასწაულების გამო, რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისებს დანიშნავს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. დამატებითი რეისები პირველიდან 6 მაისის ჩათვლით ჩაინიშნა: თბილისი-ფოთი 08:40 (გასვლის დრო); ფოთი-თბილისი 16:10 (გასვლის დრო) თბილისი-ბათუმი 00:30 (გასვლის დრო); ბათუმი-თბილისი 00:15 (გასვლის დრო) თბილისი-ბათუმი 10:25 (გასვლის დრო); ბათუმი-თბილისი 17:20 (გასვლის დრო)

მეტი...

ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ცნეს დამნაშავედ – ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ,,სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ. ბრალდებული სადავო მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას ცდილობდა, რასაც მეზობელი არ თანხმდებოდა. წარმოშობილი უთანხმოების გამო 2023 წლის 3 სექტემბერს ბრალდებულმა ფერმიდან სანადირო თოფი გამოიტანა და ახალგაზრდა კაცს მოულოდნელად ესროლა, მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

რუსეთში სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარია

რუსეთში, სმოლენსკის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად გაჩნდა. ,,დიდი ალბათობით, სამოქალაქო, საწვავის და ენერგეტიკულ ობიექტებზე მტრის თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სმოლენსკისა და იარცევოს რაიონებში”, – დაწერა გუბერნატორმა. მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალები საჰაერო სამიზნეებს ებრძვიან და მსხვერპლი არ არის. ადგილზე კი შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მეტი...

ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი, მადლობა გადაუხადა სენატორებს, უმრავლესობის ლიდერს ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელ ლიდერს მიჩ მაკკონელს, ყველა ამერიკელსა და აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. ზელენსკიმ თქვა, რომ მადლიერია ყველა ამერიკელის, ვინც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და აცნობიერებს, რომ ,,ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა სცილდება პოლიტიკას”. ,,შორი მოქმედების იარაღი, არტილერია და საჰაერო თავდაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი იარაღია სამართლიანი სამყაროს სწრაფი აღდგენისთვის”, – აღნიშნა ზელენკსიმ.

მეტი...

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით მიმდინარეობს, საუბარია მინიმუმ ერთ მილიონ რუბლზე. საგამოძიებო კომიტეტი საქმის დეტალებს არ აკონკრეტებს. როდის დააკავეს ივანოვი, ჯერჯერობით უცნობია. 23 აპრილის შუადღისას ის თავდაცვის სამინისტროს სხდომას დაესწრო, რომელსაც მინისტრი – სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინი დაკავების შესახებ ინფორმირებულია. ,,წინასწარ იყო ინფორმირებული თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც”, – განაცხადა პესკოვმა. არსებული ინფორმაციით, ივანოვი შოიგუს გუნდის წევრია, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა 2016 წლიდან. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ივანოვი ზედამხედველობდა…

მეტი...

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ს სენატმა დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის სამხედრო დახმარების ასიგნებების შესახებ. თვეების დაპირისპირების შემდეგ, კანონპროექტი სენატმა მიიღო 79-18 წინააღმდეგ. პაკეტის ჯამური მოცულობა 95 მილიარდი დოლარია, აქედან 61 მილიარდი უკრაინაზეა გათვლილი. ახლა, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის საჭიროა მხოლოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმოწერა. მედიის ცნობით, ბაიდენს გადაწყვეტილი აქვს დაუყოვნებლივ მოაწეროს მას ხელი, რის შემდეგაც უკრაინას დახმარების პირველი პარტია რამდენიმე დღეში მიეწოდება. პაკეტი ასევე მოიცავს 26 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის და ღაზის მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 8 მილიარდ დოლარს ჩინეთის საფრთხეების დასაძლევად ტაივანსა და ინდო-წყნარ ოკეანეში.

მეტი...

რიკოთის გვირაბში 24-25 აპრილს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული რეჟიმით…

მეტი...

არა რუსულ კანონს! – ახალგაზრდებმა მორიგი აქცია, პარლამენტთან, დღეს, 19:00 საათზე ჩანიშნეს

სტუდენტებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია 24 აპრილს,19:00 საათზე ჩანიშნეს. თავდაპირველად ისინი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი სავარაუდოდ მსვლელობით სხვადასხვა ლოკაციაზე გადაინაცვლებენ. თუმცა, იმის გამო, რომ აქციის მონაწილეები ამ გადაწყვტილებებს სპონტანურად იღებენ, მათი მარშრუტი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...