მღვდელს, რომელმაც ნავალნის წესი აუგო, კირილმა მღვდელმსახურება შეუჩერა

მღვდელს, რომელმაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წესი აუგო, მღვდელმსახურება შეუჩერეს. ინფორმაცია რუსულმა ტელეგრამ არხმა „სირენამ“ გაავრცელა და პატრიარქ კირილის მიერ ხელმოწერილი შესაბამი განკარგულება გაასაჯაროვა.

გადაწყვეტილების მიზეზები დოკუმენტში დასახელებული არ არის, თუმცა ცნობილია რომ დმიტრი საფრონოვმა ნავალნის საფლავზე გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს პანაშვიდიც გადაიხადა. საფრონოვის ხელმოწერა ფიგურირებდა მღვდელმსახურთა განცხადებაშიც, რომლითაც ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას მოითხოვდნენ.

მსგავსი თემები