„გვინდა თუ არა ხორბლის ძირითადი მომწოდებელი ისევ რუსეთია“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„ფასებთან დაკავშირებიით მდგომარეობა სტაბილურია, მარაგებიც საკმარისი გვაქვს , შემოდის ხორბალიც და ფქვილიც, გვაქვს ადგილობრივი წარმოების ხორბლის მარაგიც, ყველა ქვეყანაში, რომლებიც მსოფლოს აწვდიან ხორბალს მარაგები არის საკმარისი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ –  „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა” ლევან სილაგავამ განაცხადა.

სილაგავს განმარტებით, ჩვენს ძირიდათ მომწოდებლად რუსეთი რჩება:

„ძირითადი მომწოდებელი ჩვენთან არის, რუსეთი, რუსეთი იმიტომ, რომ  მათ იაფი აქვთ ყველაზე მეტად ხორბალი და ლოჯისტიკურად ყველაზე ახლოს, არიან ჩვენთან , მათგან მხოლოდ ჩვენ არ ვყიდულობთ, რუსეთი ამარაგებს 130 ქვეყანას, ყიდულობენ ევროკავშირის ქვეყანებიც, რუსეთი გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა პირველი ექსპორტიორია მსოფლიოში ხორბლის, ეს არის ჰუმანიტარული ტვირთი და სანქციების ქვეშ არ არის,“ – განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

სილაგავას განმარტებით, მას შემდეგ რაც დაიწყო რუსეთ- უკრაინული ომი, გადანაწილდა მარაგები და მთელს მსოფლიოში აღნიშნული პროცესები მიდის, მისივე ინფორმაციით გამონკალისი არც საქართველოა, ქვეყნები პრიორიტეტს საკუთარ წარმოებას ანიჭებენ:

„რეალრად ჩვენთანაც იგივე პროცესი მიდის, ჩვენ პირველემბა შემოვიღეთ საპირწონე გადასახადი იმპორტის შესაბამისად , ფერმერები ითხოვდნენ გარკვეულ ღირსეულ ანაზრაურებას, ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოშიც იგივე ტენდეცნიები მიდის, უკრაინის იაფმა ხორბალმა საკმაოდ დააზიანა ევროკავშირის ფერმერები, ამიტომ პრიორიტეტი ყველა ქვეყნისთვის საკუთარი წარმოების ხორბალია,“ – აღნიშნა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“

მისივე ინფორმაციით ყაზახეთმა საერთოდ აკრძალა რუსული ხორბლის სამანქანე შეტანა და  თავისი ქვეყნის წარმოებული უფრო მაღლა დააყენა.

„რეალურად ხდება მსოფლიოში მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც ბალანსს დაიჭერს ადგილობრივი წარმოების, ფერმერების ინტერესების და იმპორტირებული პროდუქციის, სასურსათო უსაფრთხოებასთან ერთად,“ – აღნიშნა სილაგავამ.

მსგავსი თემები