სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა. ამის შესახებ ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე აცხადებს.

სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. დაკავებული აცხადებდა, რომ ქმარი მას არ მოუკლავს და დანაშაული მისმა ძმამ ჩაიდინა.

ახლა გამოძიება ქალს ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. ის მოსამართლემ პატიმრობაში გუშინ დატოვა.

შემთხვევა სამტრედიაში, 30 მარტს მოხდა.

მსგავსი თემები