ჩასივ იარი ჩვენს კონტროლქვეშ რჩება – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ცნობით, ჩასივ იარი უკრაინელი მებრძოლების გავლენის ქვეშ რჩება.

სირსკის თქმით, ოკუპანტები საბრძოლო მასალის უპირატესობით მიზნის მიღწევას ცდილობენ.

ჩასივ იარი რჩება ჩვენს კონტროლქვეშ, მტრის ყველა მცდელობა დასახლებულ პუნქტში შეჭრისა, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამავდროულად, კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებზე ჩვენ გვაქვს გარკვეული ტაქტიკური წარმატება“, – თქვა სირსკიმ.

 

მსგავსი თემები