„ვაშინგტონი მოსკოვი არ არის, ჩვენ ქვეყნების ოკუპაციას არ ვახდენთ“ – დენიელ ფრიდის გაფრთხილება “ოცნებას”

ვაშინგტონი მოსკოვი არ არის, ჩვენ ქვეყნების ოკუპაციას არ ვახდენთ – ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი “ოცნების” ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობის განვითარება სწორედ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.

ამ პარტნიორობის მომავალი დიდწილად საქართველოზეა დამოკიდებული, იმაზე არის თუ არა საქართველოს მთავრობა დაინტერესებული შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობის განვითარებით. ეს ჩემთვის ცხადი არ არის. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისაღებია. ვაშინგტონი მოსკოვი არ არის. ჩვენ ქვეყნების ოკუპაციას არ ვახდენთ და მათზე კონტროლის მოსაპოვებლად მათ ტერიტორიებს არ ვიტაცებთ. ამას რუსეთი აკეთებს. რა სურს საქართველოს, ეს ქართველების გადასაწყვეტია და კითხვა ისაა, რა სურს მთავრობას. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება კვლავ პროევროპულია, მაგრამ ჩემთვის და სხვა ამერიკელისთვის, ვინც საქართველოსთან და ქართულ საკითხებზე მუშაობენ გაუგებარია, რა სურს საქართველოს ამ ეტაპზე”- აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე  დენიელ ფრიდი.ამერიკის ყოფილ მაღალჩინოსნებს ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ქართლოს შარაშენიძე ესაუბრა.

მსგავსი თემები