სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს, ბრალი გადაუკვალიფიცირდა

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. უფლებადამცველი წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

“ქალი, რომელიც დააკავეს (სამტრედიაში) ქმრის მკვლელობის ბრალდებით და ბრალი წარედგინა სსკ – ის 109- ე მუხლით, მოეხსნა მძიმე ბრალდება და ბრალი დაუზუსტეს სსკ 370- ე მუხლით, რაც ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

სხვა დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ!” – წერს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.

მსგავსი თემები