“ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ” – მდინარაძე

“ხელს ნუ გვიშლით, თითებს ნუ გვიქნევთ” – ქართული ოცნების ლიდერები, საერთაშორისო გამოხმაურებას პასუხობენ.

მამუკა მდინარაძე, ამტკიცებს, რომ  პირობა თავად კი არა, არამედ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დაარღვიეს. მდინარაძე კრიტიკოსებს არგუმენტებს უწუნებს.

“როდესაც ერთი არგუმენტი არ არის, რატომ არ უნდა შეავსოს დეკლარაცია ენჯეოორგანიზაციამ, მედიაორგანიზაციამ ყოველი წლის იანვარში წინა წელთან დაკავშირებით, რატომ არის ასეთი. ყველას ვთხოვთ, მეგობრებს განსაკუთრებით, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც თავისთან არეგისტრირებენ. საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს აშშ-ში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რაც ინიცირებულია ევროკავშირში ცოტა მკაცრი რეგულაციებითაც კი, ვიდრე ჩვენს პროექტშია წარმოდგენილი. ჩვენ ვართ ამაყი, თავმოყვარე ერი და ასეთ მიდგომას არ ვიმსახურებთ არავისგან.

ფოტო ვნახე “სირცხვილიას” განცხადების და მართლა სირცხვილია. რა დოზით ატყუებენ საზოგადოებას და ახალგაზრდებს. ისინი ამბობენ, რომ თურმე 14 ქვეყანას შეუძლია, კანდიდატის სტატუსი ჩამოგვართვან. მსგავსი პროცედურა არ არსებობს. ჩვენს მომავალ მთავრობას რა აკადრეს და წელსაც რას აკადრებენ, რომ აგერ პროცედურა იწყება, პრაქტიკულად, ეს უწერია სირცხვილიას”, – ამბობს მდინარაძე.

 

მსგავსი თემები