“საქართველოში პური ძვირი არ არის, ის ფასია, რაც უნდა იყოს“ – მალხაზ დოლიზე „მედიცანტრ მთავარში“

”მე ვთხოვდი პარლამენტარებსაც ვინც გააჟღერა, რაღაც გაუგებარი ფასები, ხანდახან გავიდნენ და პური იყიდონ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

სპეციალისტი, იმ ხარჯებზე საუბრობს, რაც პურის წარმოებისთვის არის საჭირო, დოლიძე თვლის, რომ საქართველოში პურის ფასი რეალურია, მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროდუქზე ფასის გაზრდა ბოლო 4 წლის მანძილზე არ მომხდარა:

„როდესაც მოიყვანეს კახეთში ხორბალი ისინი ითხოვდნენ, 60 -70 თეთრს და დღევანდელი ხორბლის ფასი არის 50 თეთრი, თუ გავითვალისწინებთ ამის გადამუშავების ხარჯს, როგორ შეიძლება ამაზე იფიქროს ვინმემ, რომ ეს ფასი მაღალია, ცვლილება არ მომხდარა თითქმის 4 წელია და მე ვთხოვდი პარლამენტარებსაც ვინც გააჟღერა, რაღაც გაუგებარი ფასები, ხანდახან გავიდნენ და პური იყიდონ,“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიცანტრ მთავარში“

დოლიძე აქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანას ფქვილის და ხორბლის მარაგი გააჩნია და პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის:

„აზერბაიჯანში დამატებითი ღირებულების ფასი, საერთოდ მოხსნილია და რუსეთში კი ეს 9 % , ნუ ვედრებით ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს.

მე არ ვთვლი, რომ წლის განმავლობაში მოსალოდნელია ცვლილება, ფასზე გავლენას ახდენს ნედლეული, პურის ფასზე მოქმედებს მუშახელის ხელფასი დისტრიბუცია, მაღაზიის ფასნამატი, ეს არ არის მარტივი პროცედურა, ფასი იწყება იქიდან, სადაც მოჰყვათ და მთავრდება მაღაზიაში, სადაც მომხმარებელი ყიდულობს, ეს არის სტაბილური ფასი და ის ფასი, რაც დღეს უნდა იყოს.

ქვეყანაში 3 თვიანი მარაგები არსებობს, როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის და მე მგონი ცოტა მეტიც არის,“ – აღნიშნა დოლიძემ.

მისივე ინფრმაციით, ქართულ ბაზარზე ხორბალი იმაზე მეტი მოვიდა, რასაც რეალურად ელოდებოდნენ და გასაღების პრობლემაც კი დგას:

„ყველგან არის პრობლება, ადგილობრივი ფერმერები უკრაინულ ხორბალს პროტეტს უცხადებენ, რადგან მათ წარმოებულს გაიუწია კონკურენცია,“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები