“დამალვა, მალვა და ბნელი ღამე სჭირდება ქურდს” – ხუნდაძე „აგენტების“ კანონზე

“დამალვა, მალვა და ბნელი ღამე სჭირდება ქურდს” – “ხალხის ძალის” ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ღიაობა დემოკრატიის საფრთხე არ არის.

ხუდნაძე ვერ ხვდება რატომ დაარქვეს კანონს რუსული და რატომ არ უნდა მიიღოს ის მმართველმა გუნდმა.

ამ პროცესის წინააღმდეგ იმავეს რუსულია აღარ იმუშავა. როდესაც მას რუსული დაარქვეს, მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და არავის ამაზე პასუხი არ აქვს. ეკითხები ოპოზიციას, თუ რა არის რუსული და გეუბნებიან, რომ ზეთი გაძვირდა. გამჭვირვალობა, ღიაობა არ არის დემოკრატიის საფრთხე და დამალვა, მალვა და ბნელი ღამე სჭირდება ქურდს და მას, ვისაც დასამალი აქვს. არასამთავრობო სექტორი რომ ითხოვს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გაზომვას და თავად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ უარს საკუთარი კეთილსინდისიერების გამჭვირვალობაზე, სწორედ ეს არის უდიდესი ტყუილი და დამოკიდებულება ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ის უნდა იდგეს ცალ ფეხზე”, – ამბობს ხუნდაძე.

მსგავსი თემები