რუსებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

როგორც ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ამბობს, რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა, სულ მცირე, 9 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 3 საერთო საცხოვრებელი, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, ბენზინგასამართი სადგური, მაღაზია და ავტომობილი.

“ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა,” – ამბობს ხარკოვის მერი.

მსგავსი თემები