ექსპერტიზა: დიდუბეში, კორპუსის ის სადარბაზოები, სადაც აფეთქება მოხდა, ამ ეტაპზე უვარგისია

დიდუბის რაიონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორუსის ის ორი სადარბაზო, სადაც სამი კვირის წინ აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად ამ ეტაპზე უვარგისია. ამის შესახებ წერია თბილისის მერიის დაკვეთით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნაში.

თბილისში, სამტრედიის ქ. #2-ში მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე საათში კორპუსის დაზიანებების შესახებ დასკვნის მომზადებაზე 35-წლიანი სამუშაო სტაჟის მქონე საინჟინრო ნაგებობათა ექსპერტმა ავთანდილ რომელაშვილმა იმუშავა. მასთან ერთად დაკვნის მომზადებაში ჩართული იყო ამავე პროფესიაში ორწლიანი გამოცდილების მქონე კახა კახობერაშვილი.

9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ოთხივე სადარბაზოს მდგომარეობის შესწავლა მათ აფეთქების დღეს, 14 მარტს დაიწყეს. კორპუსს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული მეორე და მესამე სადარბაზოს ნაწილში, მომიჯნავე სადარბაზოების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

„კორპუსის II და III სადარბაზოების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, სადარბაზოების მდგრადობა არ არის უზრუნველყოფილი და ექსპლუატაციისათვის დროებით უვარგისია… I და IV სადარბაზოების ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო – [ეს ორი] სადარბაზოი ექსპლუატაციისათვის ვარგისია“, – წერია სამხარაულის ეროვნული საექსპერტო ბიუროს მომზადებულ დასკვნაში.

მსგავსი თემები