Freedom House “ქართულ ოცნებას” “აგენტების კანონის” გაწვევისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას მოუწოდებს, “დაუყოვნებლივ” უკან გაიწვიოს ხელახლა ინიციირებული “აგენტების კანონი”. ამის შესახბ ორგანიზაცია განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის მიღება ევროინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება:

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის ხელახალი ინიციირებით. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართმომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს.

“უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი, მიღების შემთხვევაში, საქართველოს რუსეთსა და ყირგიზეთთან დააკავშირებს – ავტოკრატიებთან, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაიწვიოს წარდგენილი კანონი”.

მსგავსი თემები