,,ყველას გავუთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს” – შალვა პაპუაშვილი

,,ყველას გავუთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი არანაირ რუსულ კანონს არ იღებს. ,,ეს პათეტიკა, რაც გაგივიდათ შარშან არ გაგივათ. კიდევ ერთხელ, ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც თქვენ ეწევით ქართულ პარლამენტში და ამის ძახილს პარლამენტში, ამის უფლებას არ მოგცემთ. ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს”, – ამბობს პაპუაშვილი.

მეტი...

შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა

შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქალს კაცმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

,,გრიპი რჩება მთავარ ვირუსად” – ივანე ჩხაიძე

,,გრიპი რჩება მთავარ ვირუსად”. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, სეზონური ვირუსების ცირკულაციის პიკი გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. „გრიპი კვლავ რჩება ერთ-ერთი წამყვან ვირუსად. წინა კვირებთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ მკვეთრი სიჭარბე არ აღინიშნება. პიკი ნამდვილად გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მძიმე შემთხვევების რაოდენობა, პრაქტიკულად განახევრდა. ქვეყანაში, მაინც მაღალია მიმართვიანობა მწვავე რესპირაციული ვირუსების თვალსაზრისით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებშიც მაღალია მიმართვიანობა. საავადმყოფოებში, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით…

მეტი...

,,სეზონური ვირუსები გახანგრძლივდა, შემცირება არ არის” – ივანე ჩხაიძე

,,სეზონური ვირუსები გახანგრძლივდა, შემცირება არ არის”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ,,თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას, ნათლად დავინახავთ, რომ სეზონური ვირუსები გახანგრძლივდა და შემცირება არ არის. ვისაც მოლოდინი ჰქონდა, რომ გაზაფხულის პერიოდში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, სამწუხაროდ, ასეთი შემცირება არ არის”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

მეტი...

ვინც არ უნდა, რაც არ უნდა თქვას, წმინდანების დონეზე არავინ უნდა ავიყვანოთ – მდინარაძე ,,რუსულ კანონზე”

ვინც არ უნდა, რაც არ უნდა თქვას, წმინდანების დონეზე არავინ უნდა ავიყვანოთ, – ამბობს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე “რუსულ კანონზე”, რომელსაც ხელახლა აინიცირებენ. ,,წარმოუდგენელია რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი. ანუ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ მიაწოდებს საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას, ჩვენ გვაქვს იმის ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ ქართველ ხალხს ვუთხრათ, რომ თუ ტყუილს იტყვის, ვინც არ უნდა იყოს და მითუმეტეს, მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი თუ ტყუილს ეტყვის, იმის ძალა გაგვაჩნია საბედნიეროდ უკვე, რომ ვუთხართ რომ ეს არის ტყუილი. ტყუილია, რომ ეს…

მეტი...

,,ქართული ოცნება” პარლამენტში ,,რუსულ კანონს” ხელახლა აინიცირებს

,,ქართული ოცნება” არასამთავრობო ორგანიზაციების ,,ფინანსების გამჭვირვალობაზე” რუსულ კანონს პარლამენტში ხელახლა აინიცირებს. განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. მდინარაძე ამბობს, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. ,,უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. პარლამენტში კანონპროექტი დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინფიცირებული, ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან კანონპროექტის ინიცირებისთანავე გამოვთქვით მზადყოფნა ტერმინი უცხოური გავლენის აგენტი სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა, ჩვენ მიერ დღეს დაინფიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა უცხოური გავლენის აგენტი გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების…

მეტი...

რუსეთთან ურთიერთობაში არასწორი ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია – ფაშინიანი

რუსეთთან ურთიერთობაში არასწორი ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თავისი პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პარტნიორები ვერ მიუთითებენ რაიმე კონკრეტულზე და ვერ იტყვიან, რომ არსებობდა რაიმე ვალდებულება, რომელიც სომხეთს არ შეუსრულებია. „ჩვენ შეგვიძლია, აღვნიშნოთ და აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს და ველოდებით ამ ლეგიტიმურ კითხვებზე არსებით პასუხებს. ვინაიდან ეს პასუხი არ გაჟღერებულა, რაც არ უნდა თქვან, ეს საკითხს ვერ მოაგვარებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მეტი...

არიან დაღუპულები და დაშავებულები – დამანგრეველ მიწისძვრის ახალი დეტალები ეპიცენტრიდან (ვიდეო)

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 57 დაშავდა. BBC-ს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში ორი შენობა ჩამოინგრა. ამ დრომდე მიმდინარეობს ევაკუაციის პროცესი. ამასთან, ტაივანის მეზობელ ქვეყნებში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. სეისმოლოგების შეფასებით, ეს ტაივანში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო 25 წლის განმავლობაში.

მეტი...

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 538 ბავშვი ემსხვერპლა

ომის დაწყებიდან დღევანდელ დღემდე, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 538 ბავშვი დაიღუპა, 1 280 -ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში: დონეცკის რეგიონში – 524; ხარკოვის ოლქში – 344; კიევის ოლქში – 149; ჩერნიგოვის ოლქში – 72; ლუგანსკის ოლქში – 67; ნიკოლაევის ოლქში – 103; ხერსონის ოლქში – 149; ზაპოროჟიეს ოლქში – 100; დნეპროპეტროვსკის ოლქში -130. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

მეტი...

ბათუმში, ერთ დღეში, ქურდობისა და ძარცვის სამი ფაქტი დაფიქსირდა

ბათუმში, ერთ დღეში, ქურდობისა და ძარცვის სამი ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ,,აჭარა თაიმსი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პირველი შემთხვევა ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბის მიმდებარედ მოხდა, რა დროსაც, როგორც მათ მოქალაქემ უთხრა, ორმა ბიჭმა ახალგაზრდა გოგოს ჩანთა გასტაცა. მძარცველების დაკავება გამვლელებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ – “ხალხმა დაიწყო ყვირილი, ავედევნეთ თუმცა ვერ დავაკავეთ. ძალიან გახშირდა ქურდობის ფაქტები, განსაკუთრებით ძველი ბათუმის ტერიტორიაზე.” მეორე ფაქტი კი, კომპლექს “მაგნოლიაში” დაფიქსირდა, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ველოსიპედი და მასზე დასამაგრებელი ბავშვის სავარძელი მოიპარეს. დაზარალებულის თქმით, ველოსიპედი სადარბაზოში ჰყავდა გაჩერებული, თუმცა სპეციალური სამაგრით იყო დაკეტილი. ქურდობის მესამე ფაქტი…

მეტი...

ქუთაისში ხანძარია – ცეცხლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში გაჩნდა

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იწვის. ამავე შენობაში განთავსებულია ,,საქართველოს ფოსტაც”. პერიმეტრზე 10-მდე სახანძრო სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა, რომელიც უფუნქციოა. რა მასშტაბისაა ზარალი, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

თბილისის ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22), ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „მადლი“ – საშაურმე “OK”, ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი – არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები (შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი). ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი –…

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია სამშობლოში ჩამოასვენეს. ის 22 მარტს, ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასთან აფეთქებას ემსხვერპლა. 48 წლის თენგიზ ჭანია გამოცდილი ჯარისკაცი იყო, მონაწილეობდა აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან წავიდა. როგორც მეგობრები იხსენებენ, ამ ხნის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა ბრძოლა არ შეუწყვეტია. თენგიზ ჭანია უკრაინის შეიარაღებული ძალების “აზოვის” პოლკის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ძირითადად ომის წინა ხაზზე იყო. ,,თენგო იყო თანამედროვე ისტორიის გმირი, ჩემი ძმა, ყველა ის ბიჭები, გარდაცვლილები, ყველა გმირები არიან. ეს მოხდა დონეცკის ოლქში,…

მეტი...

დიღმის ჭალები უკანონო სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელად იქცა – ანა ტრაპაიძე

დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. ტერიტორია, რომელიც უზარმაზარ რეკრეაციულ ზონად ითვლებოდა, ახლა სამშენებლო ნარჩენებით არის სავსე – გაჩეხილია ტყე, განადგურებულია ბალახის საფარი. მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავა უკვე 4 წელია მიმდინარებს, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ შექმნილ პრობლემაზე პასუხისმგებლობა, ამ დრომდე, არც ერთ უწყებას არ აუღია. ,,4 წლის წინ 2020 წლის გაზაფხულზე დიღმის ჭალები უკანონო სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელად იქცა. აქ არსებული ჭალის ტყე ჩაიფარა ტონობით სამშენებლო ნარჩენებში, ჩვენი შეფასებით არის დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი სამშენებლო ნარჩენი. ტერიტორია არის მუნიციპალური და სახელმწიფო მფლობელობაში, მას ადევს სარეკრეაციო ლანდშაფტური, სატყეო ზონალობა. მისი დაცვა ეკუთვნის…

მეტი...

ვერ პოულობენ საიდან გადის წყალი, შეიძლება მოწყდეს, ერთი და ორი მოხდა საქართველოში?!

წყნეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადილობრივები ამბობენ, რომ მიმდებარედ სახლები ნგრევის საფრთხის წინაშეა. ირკვევა, რომ საირმის ქუჩაზე, მიწის ქვეშ დიდი რაოდენობით წყალი გროვდება. ტერიტორია მეწყერსაშიშია, საფრთხე განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როცა წვიმს. ,,ადრე გადიოდა ზემოდან, დიდი ბოქლომი აქვს, დავუძახეთ, ამოვიდნენ, გავაკეთებინეთ, თითქოს გაშრა, ახალ თავიდან სველდება. რამდენჯერმე იყვნენ, მაგრამ ვერ პოულობენ საიდან გადის. არადა ფაქტია, რომ ნელ-ნელა ემატება, შეიძლება მოწყდეს, ერთი და ორი მოხდა საქართველოში?! მთა არის, ამის იქით სასაფლაოა, მიბმულია სასაფლაო ამასთან, წარმოგიდგენიათ რა საშიშროებაა?! რომ ვთქვა, რომ არ მოდიან, მოდიან, მაგრამ ჯერ ისეთი არაფერი გაკეთებულა, ეძებენ ფაქტირუად საიდან”, – ამბობს…

მეტი...

კუნძულ ტაივანზე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ტაივანის ოფიციალური უწყების ცნობით, ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კუნძულზე ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ტურისტული ქალაქ ჰუალიენიდან სამხრეთით დაახლოებით 18 კილომეტრში იყო.მას მოჰყვა ძლიერი ბიძგები, მათ შორის ერთი 6,5 მაგნიტუდის. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ოთხი ადამიანი. ყველა შემთხვევა მოხდა ჰუალიენის ოლქში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს. დაშავებულია სულ მცირე 57 ადამიანი. სულ მცირე 26 შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.

მეტი...

„ტაივანის საკითხი არის პირველი წითელი ხაზი“ – სი ძინპინი ჯო ბაიდენს

ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტაივანის „დამოუკიდებლობის“ საითხი იყო. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, სწორედ ეს არის პირველი „წითელი ხაზი“ ორი ქვეყნის ურთიერთობაში. „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული ქმედებებისა და მათი გარე წახალისებისა და მხარდაჭერის პირობებში, ჩინეთი არ აპირებს თვალის დახუჭვას“ – აღნიშნა სი ძინპინმა  და მოუწოდა ამერიკულ მხარეს, გადაექცია პრეზიდენტ ბაიდენის ვალდებულება „ტაივანის დამოუკიდებლობის“ არ მხარდაჭერის შესახებ კონკრეტულ ქმედებებად. „ეს არ არის „რისკებისგან თავის დაღწევა“, არამედ რისკების შექმნა. თუ შეერთებული შტატების მხარე მზად არის იძიოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა და გაიზიაროს ჩინეთის განვითარების დივიდენდები, ის ყოველთვის ღიად…

მეტი...

„პირველ რიგში, მშვიდობა უნდა დაფასდეს“ – რა უთხრა სი ძინპინმა ჯო ბაიდენს

ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრეზიდენტსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სი ძინპინმა და ჯო ბაიდენმა თანამშრონლობასთან დაკავშირებით აზრები გაცვალეს და  აღნიშნეს, რომ ურთიერთობაში „წითელი ხაზები“ არ უნდა გადაიკვეთოს. პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტ ბაიდენთან მისმა შეხვედრამ სან-ფრანცისკოს მომავალზე ორიენტირებული სან-ფრანცისკოს ხედვა გახსნა. მისი თქმით, ჩინეთ-აშშ-ის  ურთიერთობები სტაბილიზაციას იწყებს და ამას მიესალმება როგორც საზოგადოებები, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა. მეორე მხრივ, ურთიერთობის უარყოფითი ფაქტორებიც იზრდებოდა და ეს ორივე მხრიდან ყურადღებას მოითხოვს. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიული აღქმის საკითხი ყოველთვის ფუნდამენტურია ჩინეთი-აშშ-სთვის. „ორმა  დიდმა ქვეყანამ, როგორიცაა ჩინეთი…

მეტი...