ვინც არ უნდა, რაც არ უნდა თქვას, წმინდანების დონეზე არავინ უნდა ავიყვანოთ – მდინარაძე ,,რუსულ კანონზე”

ვინც არ უნდა, რაც არ უნდა თქვას, წმინდანების დონეზე არავინ უნდა ავიყვანოთ, – ამბობს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე “რუსულ კანონზე”, რომელსაც ხელახლა აინიცირებენ.

,,წარმოუდგენელია რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი. ანუ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ მიაწოდებს საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას, ჩვენ გვაქვს იმის ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ ქართველ ხალხს ვუთხრათ, რომ თუ ტყუილს იტყვის, ვინც არ უნდა იყოს და მითუმეტეს, მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი თუ ტყუილს ეტყვის, იმის ძალა გაგვაჩნია საბედნიეროდ უკვე, რომ ვუთხართ რომ ეს არის ტყუილი. ტყუილია, რომ ეს არის რუსული კანონი, ვინ იტყვის ტყუილს, არ აქვს მნიშვნელობა. ვინც არ უნდა, რაც არ უნდა თქვას, წმინდანების დონეზე არავინ უნდა ავიყვანოთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები