უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია სამშობლოში ჩამოასვენეს. ის 22 მარტს, ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასთან აფეთქებას ემსხვერპლა.

48 წლის თენგიზ ჭანია გამოცდილი ჯარისკაცი იყო, მონაწილეობდა აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან წავიდა.

როგორც მეგობრები იხსენებენ, ამ ხნის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა ბრძოლა არ შეუწყვეტია. თენგიზ ჭანია უკრაინის შეიარაღებული ძალების “აზოვის” პოლკის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ძირითადად ომის წინა ხაზზე იყო.

,,თენგო იყო თანამედროვე ისტორიის გმირი, ჩემი ძმა, ყველა ის ბიჭები, გარდაცვლილები, ყველა გმირები არიან. ეს მოხდა დონეცკის ოლქში, აზოვის პოლკში იბრძოდა, ორმხრივი შეტაკების დროს დაბომბვაში მოყვა, საარტილერიო ჭურვები, დრონები, ყველაფერი მუშაობდაო, ასე გადმომცეს ბიჭებმა. ორჯერ დაიჭრა, თავი არ დაანება, ყველა ბიჭებს ვუსურვებ გამარჯვებას ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ”, – ამბობს ძმა, თემურ ჭანია.

მსგავსი თემები