ომის დაწყებიდან დღევანდელ დღემდე, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 538 ბავშვი დაიღუპა, 1 280 -ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:
დონეცკის რეგიონში – 524;
ხარკოვის ოლქში – 344;
კიევის ოლქში – 149;
ჩერნიგოვის ოლქში – 72;
ლუგანსკის ოლქში – 67;
ნიკოლაევის ოლქში – 103;
ხერსონის ოლქში – 149;
ზაპოროჟიეს ოლქში – 100;
დნეპროპეტროვსკის ოლქში -130.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.