არიან დაღუპულები და დაშავებულები – დამანგრეველ მიწისძვრის ახალი დეტალები ეპიცენტრიდან (ვიდეო)

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 57 დაშავდა.

BBC-ს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში ორი შენობა ჩამოინგრა. ამ დრომდე მიმდინარეობს ევაკუაციის პროცესი.

ამასთან, ტაივანის მეზობელ ქვეყნებში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. სეისმოლოგების შეფასებით, ეს ტაივანში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო 25 წლის განმავლობაში.

მსგავსი თემები