ვერ პოულობენ საიდან გადის წყალი, შეიძლება მოწყდეს, ერთი და ორი მოხდა საქართველოში?!

წყნეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადილობრივები ამბობენ, რომ მიმდებარედ სახლები ნგრევის საფრთხის წინაშეა. ირკვევა, რომ საირმის ქუჩაზე, მიწის ქვეშ დიდი რაოდენობით წყალი გროვდება. ტერიტორია მეწყერსაშიშია, საფრთხე განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როცა წვიმს.

,,ადრე გადიოდა ზემოდან, დიდი ბოქლომი აქვს, დავუძახეთ, ამოვიდნენ, გავაკეთებინეთ, თითქოს გაშრა, ახალ თავიდან სველდება. რამდენჯერმე იყვნენ, მაგრამ ვერ პოულობენ საიდან გადის. არადა ფაქტია, რომ ნელ-ნელა ემატება, შეიძლება მოწყდეს, ერთი და ორი მოხდა საქართველოში?! მთა არის, ამის იქით სასაფლაოა, მიბმულია სასაფლაო ამასთან, წარმოგიდგენიათ რა საშიშროებაა?! რომ ვთქვა, რომ არ მოდიან, მოდიან, მაგრამ ჯერ ისეთი არაფერი გაკეთებულა, ეძებენ ფაქტირუად საიდან”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მსგავსი თემები