კუნძულ ტაივანზე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ტაივანის ოფიციალური უწყების ცნობით, ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კუნძულზე ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ტურისტული ქალაქ ჰუალიენიდან სამხრეთით დაახლოებით 18 კილომეტრში იყო.მას მოჰყვა ძლიერი ბიძგები, მათ შორის ერთი 6,5 მაგნიტუდის.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ოთხი ადამიანი. ყველა შემთხვევა მოხდა ჰუალიენის ოლქში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს. დაშავებულია სულ მცირე 57 ადამიანი.

სულ მცირე 26 შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.

მსგავსი თემები