,,ქართული ოცნება” პარლამენტში ,,რუსულ კანონს” ხელახლა აინიცირებს

,,ქართული ოცნება” არასამთავრობო ორგანიზაციების ,,ფინანსების გამჭვირვალობაზე” რუსულ კანონს პარლამენტში ხელახლა აინიცირებს. განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მდინარაძე ამბობს, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

,,უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. პარლამენტში კანონპროექტი დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინფიცირებული, ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან კანონპროექტის ინიცირებისთანავე გამოვთქვით მზადყოფნა ტერმინი უცხოური გავლენის აგენტი სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა, ჩვენ მიერ დღეს დაინფიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა უცხოური გავლენის აგენტი გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია”, – თქვა მდინარაძემ.

მსგავსი თემები