,,არც IQ გვაკლია, არც განათლება, არც შეგნება და არც ზრდილობა” – ქართველებმა აქცია ჩიკაგოშიც გამართეს

არა რუსულ კანონს ! წინ ევროპისკენ ! – ამ მოწოდებით აქცია ქართველმა ემიგრანტებმა ჩიკაგოშიც გამართეს. ისინი მოუწოდებენ ,,ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი.

,,მინდა ყველას გავახსენო, რომ ვინც აქ ვართ, არც IQ გვაკლია, არც განათლება, არც შეგნება და არც ზრდილობა. გაცნობიერებული გვაქვს ძალიან კარგად რა შეიძლება მოჰყვეს ამ კანონს შედეგად და ნამდვილად არ მინდა არც მე, არც ჩემ შვილს, არც ჩემ ოჯახის წევრებს იმაზე ფიქრი დაგვჭირდეს, შეგვიშვებენ თუ არა მორიგ ჯერზე საქართველოს საზღვარზე”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსგავსი თემები