რუსეთთან ურთიერთობაში არასწორი ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია – ფაშინიანი

რუსეთთან ურთიერთობაში არასწორი ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თავისი პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პარტნიორები ვერ მიუთითებენ რაიმე კონკრეტულზე და ვერ იტყვიან, რომ არსებობდა რაიმე ვალდებულება, რომელიც სომხეთს არ შეუსრულებია.

„ჩვენ შეგვიძლია, აღვნიშნოთ და აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს და ველოდებით ამ ლეგიტიმურ კითხვებზე არსებით პასუხებს. ვინაიდან ეს პასუხი არ გაჟღერებულა, რაც არ უნდა თქვან, ეს საკითხს ვერ მოაგვარებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი თემები