„ტაივანის საკითხი არის პირველი წითელი ხაზი“ – სი ძინპინი ჯო ბაიდენს

ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტაივანის „დამოუკიდებლობის“ საითხი იყო. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, სწორედ ეს არის პირველი „წითელი ხაზი“ ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

„ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული ქმედებებისა და მათი გარე წახალისებისა და მხარდაჭერის პირობებში, ჩინეთი არ აპირებს თვალის დახუჭვას“ – აღნიშნა სი ძინპინმა  და მოუწოდა ამერიკულ მხარეს, გადაექცია პრეზიდენტ ბაიდენის ვალდებულება „ტაივანის დამოუკიდებლობის“ არ მხარდაჭერის შესახებ კონკრეტულ ქმედებებად.

„ეს არ არის „რისკებისგან თავის დაღწევა“, არამედ რისკების შექმნა. თუ შეერთებული შტატების მხარე მზად არის იძიოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა და გაიზიაროს ჩინეთის განვითარების დივიდენდები, ის ყოველთვის ღიად იპოვის ჩინეთის კარს; მაგრამ თუ ის მტკიცედ დგას ჩინეთის მაღალტექნოლოგიური განვითარების შეკავებაზე და ჩინეთს ჩამოართმევს განვითარების ლეგიტიმურ უფლებას, ჩინეთი არ აპირებს დაჯდეს და უყუროს“ – აღნიშნა სი ძინპინმა.

 

 

 

მსგავსი თემები