,,სეზონური ვირუსები გახანგრძლივდა, შემცირება არ არის” – ივანე ჩხაიძე

,,სეზონური ვირუსები გახანგრძლივდა, შემცირება არ არის”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

,,თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას, ნათლად დავინახავთ, რომ სეზონური ვირუსები გახანგრძლივდა და შემცირება არ არის. ვისაც მოლოდინი ჰქონდა, რომ გაზაფხულის პერიოდში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, სამწუხაროდ, ასეთი შემცირება არ არის”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები