შეკვეთილი სტატიაა, დაანებეთ ბიძინა ივანიშვილს თავი – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, Daily Mail-ის სტატია ბერა და ბიძინა ივანიშვილებზე ,,შეკვეთილია”. სტატიაში საუბარია, რომ ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში მამის ქონების სანქციებისგან დასაცავად პირობებს ქმნის.

,,ამის მიხედვით დასკვნების გამოტანა არის უკიდურესი სისულელე და არის შეკვეთილი სტატია ცალსახად. დაანებეთ ამ კაცს თავი. ბატონი ბიძინა არის კაცი, რომელიც ვერ მოინელეთ ვერასდროს და ეხლა გადახვედით შვილზე და შეკვეთილ სტატიებზე. სისულელეებია, დასანქცირებულია მეტი რა უნდა დაასანქცირონ კაცო, ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში. სანქცია თქვენ მე მგონი უნდა ესროლონ ადამიანს თოფი ეგ გგონიათ”, – თქვა მდინარაძემ.

ბერა ბრაზილიაში პირობების შესაქმნელად გაგზავნეს, იმ შემთხვევაში, თუ მამამისის ქონებას სანქციები დაემუქრება – Daily Mail-ის სტატია

მსგავსი თემები