სანამ ვეტინგზე თითს დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას – მდინარაძე

სანამ ვეტინგზე თითს დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას, რომელი ქვეყანაც გააუბედურა ამ კაცმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ვეტინგებს და სხვა თემებს რომ ჩაგვჩიჩინებენ, ჩვენ, რომ ვხურავთ და ისინი არ გვახურვინებენ და გვეუბნებიან არ დახუროთო და თითს რომ გვიქნევენ, ჯერ მიხედონ ადეიშვილს, უსასტიკეს, სისხლიან დამნაშავეს, მწამებელს და ადამიანების გაუპატიურების შემკვეთ დამნაშავეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება დღეს ევროპის ქუჩებში. მას მიხედონ და ობიექტურობაზე მერე ვილაპარაკოთ. ამაზეც ჩვენ ჩვენი რეაქციები გვექნება. უკვე მართლა ბოლო წვეთები გადმოდის იმ ფიალიდან, რომლის ატანაც არ შეიძლება.

როგორ შეიძლება, შენ გეუბნებოდეს ვიღაც, რომ ვეტინგს, რომელსაც ზურა ადეიშვილი ახორციელებს სადღაც უკრაინასა თუ სხვა ქვეყანაში უნდა დაეთანხმო და ამ დროს, პირდაპირი გაგებით სისხლისმსმელი, სააკაშვილის, ადეიშვილისა და ახალაიებს იქით უფრო სისხლისმსმელი ადამიანი ამ ქვეყანაში არ მახსენდება, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქუჩებში. სანამ ვეტინგზე თითს დაგვიქნევენ მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას, რომელი ქვეყანაც გააუბედურა ამ კაცმა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი თემები