,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის დამკვეთებამდე აუცილებლად მივაღწევთ – პუტინი

,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის დამკვეთებამდე აუცილებლად მივაღწევთ, – ამის შესახებ პუტინმა რუსეთის შსს-ს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ არა მხოლოდ უშუალო დამნაშავეები, არამედ ჯაჭვის ყველა რგოლი და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დამკვეთებამდე”, – აცხადებს პუტინი.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, პუტინი მაინც ამტკიცებს, რომ მომხდარის უკან უკრაინა დგას.

მსგავსი თემები