ბათუმში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ

ბათუმში, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. დაღუპული ბექა ნაკაიძეა. როგორც ირკვევა ახალგაზრდას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ვირუსი გახდა. გარდაცვლილს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან:

„ყველაზე მწარე რეალობა სიკვდილთან დამარცხებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიცოცხლე გიხარია, ახალგაზრდა და ბედნიერი ხარ. როდესაც სხვებზე უნდა იზრუნო; სხვას შენი იმედი აქვს; მშობელს სიბერე უხარია შენით; მზე ხარ დედისთვის; როდესაც მეუღლე ხარ საიმედო; ბურჯი ხარ შვილისთვის; უბრალოდ ღირსეული ადამიანი ხარ, უნდა გეცოცხლა, მაგრამ, ბედისწერამ სხვა რამ გარგუნა, დაგამარცხა და მარადიულობას მიაბარა სახელი შენი. დედის ცრემლები, სასოწარკვეთა, უსუსურობა ბედთან, ტკივილი გაუსაძლისი, ფიქრი უფიქრებელი, ცა ჩამონგრეული, მიწა გახეთქილი… დღეს ჩემს გვარში, სანათესაოში, ოჯახში მეხი გავარდა. ჩვენი ბექა ნაკაიძე აღარ გვყავს, ჭეშმარიტი ქართველი და ბათუმელი, სიკეთის, სიყვარულის ბიჭი “- წერენ სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები