ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი Mi-24 ჩამოვარდა

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი,MI-24 ჩამოვარდა. შემთხვევა გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმეროვკაში მოხდა. ,,საჰაერო ძალების სარდალის”, ადგურ გუმბას ინფორმაციით, ეკიპაჟის სამივე წევრი გადარჩა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ვეტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

რუსეთის მიერ გაშვებული 10 ,,შაჰიდიდან” 9 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 10 ,,შაჰიდის” ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტია. როგორც უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, მათ 9 დრონი ჩამოაგდეს. ,,2 აპრილის ღამეს, მტერმა უკრაინას შეუტია Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით ზაპოროჟიეს რეგიონის საჰაერო სივრციდან, ასევე 10 უპილოტო საფრენი აპარატით ოკუპირებული ყირიმიდან (კონცხ ჩაუდიდან). უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების ნაწილებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში ცხრა “შაჰიდ-136/131 გაანადგურეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ბერა ბრაზილიაში პირობების შესაქმნელად გაგზავნეს, იმ შემთხვევაში, თუ მამამისის ქონებას სანქციები დაემუქრება – Daily Mail-ის სტატია

ბრიტანული ტაბლოიდი, Daily Mail “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილზე და მის შვილზე, ბერა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ბერა ივანიშვილი, რომელიც პრო-პუტინისტი მამის მრავალმილიარდდოლარიანი ქონების მემკვიდრეა, ბრაზილიაში ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ დასავლური სანქციები “ოცნების” დამფუძნებლის ქონებას დაემუქრება. სტატიის მიხედვით, “ვარაუდობენ, რომ ბერა ბრაზილიაში გაგზავნეს მამის ბრძანებით, თავის დაზღვევისთვის”, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს პუტინის მხარდაჭერა ძვირად დაუჯდება და იძულებული გახდება გაიქცეს. გამოცემა წერს, რომ ბრაზილიაში ბერა “შესაშური ცხოვრების წესით” ცხოვრობს, გარეულია იქაური ვარსკვლავების წრეში, მაღალი დონის საფეხბურთო მატჩებს ესწრება, მილიონი დოლარი შესწირა ტროპიკული ტყის გადარჩენას. ,,მაგრამ უსაფრთხოების ექსპერტები…

მეტი...

ვნახე ,,ფულის ტომარა კაცებიო”, ასეთი სექსისტური ტერმინების გამოყენება და სტიგმატიზება პოლიტიკოსი კაცებისა – პაპუაშვილი

ვნახე ,,ფულის ტომარა კაცებიო”, ასეთი სექსისტური ტერმინების გამოყენება და სტიგმატიზება პოლიტიკოსი კაცებისა, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის გენდერული კვიტირების გაუქმებაზე. ,,ვნახე ზოგიერთი აქტივისტის და ოპოზიციონერის გამოხმაურება – „ფულის ტომარა კაცებიო“, თუ რაღაც ასეთი სექსისტური ტერმინების გამოყენება და სტიგმატიზება პოლიტიკოსი კაცებისა. როგორ შეიძლება ადამიანი ერთი მხრივ ქალთა უფლებებზე საუბრობდე, მეორე მხრივ კი თავად იყო სტიგმატიზებისა და სექსისტური გამონათქვამების ავტორი და კლიშირების წამხალისებელი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი...

რუსეთში, თათრეთში საწარმოებზე დრონებით თავდასხმა იყო

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმა იყო. სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაეხნენ საწარმოებს ქალაქ ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში, დაშავდა მინიმუმ ორი ადამიანი. ,,სერიოზული დაზიანება არ მომხდარა, საწარმოების ტექნოლოგიური პროცესი არ შეფერხებულა”, – ამბობს რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახური. ,,ტელეგრამის არხებმა” გაავრცელეს ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს დრონი, რომელიც ეჯახება სამრეწველო შენობას და შემდეგ ძლიერი აფეთქებს ხმა ისმის.

მეტი...

სამტრედიაში ქალმა ქმარი მოკლა

სამტრედიაში კაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაცი ცოლმა მოკლა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა – დაკავებულია სამხედრო პოლიციის თანამშრომელი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მუქარის ფაქტზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ი.მ. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 თებერვალს, ბრალდებული აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ, საღამოს საათებში სახლში დაბრუნდა, რა დროსაც მეუღლესთან უთანხმოება მოუხდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული კვლავ აგრძელებდა მეუღლის მიმართ მუქარას. მიმდინარე წლის მარტში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, იგი მეუღლეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა როგორც უშუალოდ, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებით. დაზარალებულს ყველა შემთხვევაში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან…

მეტი...

3-5 აპრილს, რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება

3-5 აპრილს, ღამის საათებში, რიკოთის ძველ გვირაბში, პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, შეზღუდვები დაწესდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს თაღლითურ სქემაზე აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მომხმარებელს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც სებ-ი წერს, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვა, მათ შორის, ვირტუალური აქტივების შესაძენად. ეროვნული ბანკის ცნობით, მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ და დააინსტალირონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული მოწყობილობისა თუ სხვადასხვა აპლიკაციების, მათ შორის, მობილური ბანკის, ე.წ. “SMS” შეტყობინებების და ა.შ. დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას მისცემს. ,,კერძოდ, სხვადასხვა მეთოდით – სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი…

მეტი...

უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ პარლამენტიდან ქალების გამოძევებას სიებში მეტი მილიონერი კაცის ჩასმის მოტივით – ,,ქალთა მოძრაობის” განცხადება

,,ქალთა მოძრაობა” პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიზანიც გენდერული კვოტირების გაუქმებაა. იხილეთ განცხადება: ,,1 აპრილს პარტიებმა “ქართულმა ოცნებამ” და „გირჩმა“ დაჩქარებული წესით დააინიცირეს პროპორციულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტი და ამით ბრძოლა გამოუცხადეს პოლიტიკაში ქალების მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კვოტები თავად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აქტიური ჩართულობით, რასაც პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდა მოჰყვა 14%-დან 20%-მდე. ამ პროგრესის მიუხედავად, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობით საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს და გლობალურად 125-ე ადგილზეა. ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტების გაუქმების წინაპირობები არ არსებობსდა. მსგავსი ინიციატივები არის ბრძოლა, არამხოლოდ…

მეტი...

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს – პენტაგონი

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს, – ამბობს პეტაგონის პრესმდივნის მოადგილე, საბრინა სინგი. ,,ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ რუსეთი მიმართავს პარტნიორებს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რათა გააგრძელოს მხარდაჭერის მიღება უკრაინაში ომისთვის. და, თქვენ იცით, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს”, – თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა. კითხვაზე, თუ რა სახის იარაღს იღებდა რუსეთი, სინგმა აღნიშნა, საუბარია სხვადასხვა იარაღის მიწოდებაზე.

მეტი...

,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩენი პოლიციაში გარდაიცვალა

რუსეთში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი, ასხაბ უსპანოვი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში დაიღუპა. გარდაცვლილის დედის თქმით, ასხაბ უსპანოვი მაშინ დააკავეს, როცა მეუღლესთან ერთად სამსახურში მიდიოდა. დაკავების შემდეგ მან მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მისვლა საჭირო არ იყო, რადგან სამართალდამცავებს “მასზე არაფერი ჰქონდათ”. თუმცა, მოგვიანებით ისევ დარეკა და მისვლა სთხოვა. როდესაც მეუღლე განყოფილებაში მივიდა, დარეკვიდან ორი საათის შემდეგ, უთხრეს, რომ მისი ქმარი გარდაცვლილი იყო. მისი გარდაცვლაების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ჩეჩნურ ოპოზიციურ Telegram არხზეც, სადაც წერენ, რომ ​უსპანოვს გატეხილი ჰქონდა ნეკნები და ხერხემალი, სხეულზე…

მეტი...

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა

1 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, აფხაზეთში დაღუპული პირველი ეროვნული გმირის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე ჯემალ საჯაია, დეპუტატი თემურ კალანდია, აფხაზეთის…

მეტი...

სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საქართველოს ორგანულ კანონში, “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების განხორციელების გზით, გენდერული კვოტირების გაუქმებაა. მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები. ,,აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ ხსენებულის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას და ამით მკაფიოდ გაუსვა ხაზი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და შესაბამისი საჭირო ღონისძიებების განხორციელებას ქალთა ჩართულობის…

მეტი...

შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულებს ეძებენ

შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტ ზერმატში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ სამ ადამიანს ეძებენ. პოლიციის ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიკარგა და მაშველები, ცუდი ამინდის მიუხედავად, მათ კვლავ ეძებენ. თოვლისა და ზვავის კვლევის ინსტიტუტის (SLF) განცხადებით, ,,მოსალოდნელია ძალიან დიდი და ზოგ შემთხვევაში ძალიან დიდი სპონტანური ზვავები.” მათი თქმით, შვეიცარიაში მიმდინარე სეზონზე, 12 ზვავსა და უბედურ შემთხვევას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...