მდუმარე დეპუტატების 100%-იანი შემადგენლობა მამაკაცებია – ალეკო ელისაშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომ ამ მოწვევის პარლამენტის 18 წევრს, 10-ს – მმართველი პარტიიდან და რვას – ოპოზიციიდან, ხმა არ ამოუღია 2022 წელს. პარლამენტი კი ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც ადგილი, სადაც ლაპარაკობენ. მათგან 18-ვე მამაკაცია ანუ მდუმარე დეპუტატების 100%-იანი შემადგენლობა მამაკაცებია“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ეს კვლევა იმაზე მეტყველებს, რომ ქალები პარლამენტში აქტიურები არიან.

„ქალები მმართველი პარტიიდანაც აქტიურები არიან და ოპოზიციიდანაც, შესაბამისად, გენდერული კვოტების გაუქმება უცნაურად ჩანს. კვოტების გაუქმება კი არა, საქართველოს პარლამენტის წევრების რაოდენობაა შესამცირებელი. ეს სტატისტიკაც, რომ 2022 წელს 18 დეპუტატს ხმა არ ამოუღია, იმის დასტურია, რომ 150 დეპუტატი ამ ქვეყანას არ სჭირდება. 100 დეპუტატი იქნებოდა აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანომაც შეძლოს ფუნქციონირება და ხალხმაც ნახოს, ვინ რას აკეთებს პარლამენტში“, -განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

მსგავსი თემები