ხობში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ხობში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. (ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

მსგავსი თემები