ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რითაც სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე მცირდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის­ უმაღლესი რადას ვებგვერდი ავრცელებს.

კანონის თანახმად, მობილიზაციის ასაკი 27 წლიდან 25 წლამდე მცირდება. შესაბამისი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონპროექტის თანახმად, კანონპროექტი პრეზიდენტის ხელმოწერით უმაღლეს რადაშია დაბრუნებული.

ცნობისთვის, უმაღლესმა რადამ აღნიშნულ კანონპროექტს 2023 წლის 30 მაისს დაუჭირა მხარი.

მსგავსი თემები